სიახლეები
თამარ თევდორაშვილი
შპს "ინტელექტი"
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას.” 14 აპრილი დედა ენის დღეა! ამ თარიღთან დაკავშირებით “ინტელექტის” კერძო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეხუთე და პირველი კლასის მოსწავლეებმა. უღრმესი მადლობა მასწავლებლებს(თამუნა ბახტურიძესა და თამო კოკილაშვილს). გაწეული შრომისთვის მადლობა მუსიკის მასწავლებელს
შპს "ინტელექტი"
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
“მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედა ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.” 14 აპრილი დედა ენის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეორე კლასის მოსწავლეებმა. მადლობა ბავშვებსა და კლასის ხელმძღვანელს(მანანა ქშუტაშვილს) მადლობა მუსიკის მასწავლებელს(Eto Toklikishvili).დანარჩენი თქვენ შეაფასეთ
შპს "ინტელექტი"
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
ლენდ-არტი: მიმდინარეობაა ხელოვნებაში, რომელიც XX საუკუნის ხელოვანების ნაწილმა შექმნა. ესაა ბუნებრივი მასალებით შექმნილი ხელოვნება, მიწაზე ნახატები, რომლებიც ფერით, ბუნებრივი მასალებით,ფაქტურით,სტრუქტურით, გარემოს გასალამაზებელ და გამახალისებელ მორთულობად ჩაითვალოს და რომლითაც გამოვხატავთ სამყაროს სილამაზეს ,ჰარმონიას, სიყვარულსა და მთლიანობას,რომლის ნაწილიც თვითეული ჩვენგანია. ლენდ-არტი ბუნებისადმი პატივისცემითა და აღტაცებითაა შთაგონებული,რაც ერთგვარ პროტესტად და საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება,იმ ადამიანების მიმართ,რომლებიც აბინძურებს და ანაგვიანებს ბუნებას.ადამიანების, რომლებიც ვერ გრძნობენ, თუ რა საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს. ჩვენც, ლიცეუმის პატარა პოპ-არტელებმა,გადავწყვიტეთ,პერფორმანსით გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს მშვენიერებისადმი, პროტესტი დანაგვიანებული გარემოსადმი. მასწავლებელი მარინა სიფრაშვილი
შპს "ინტელექტი" მესამე კლასი
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" მესამე კლასი დაემატა ფოტო ალბომში
მე-3 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ილუზიების მუზეუმს,სადაც ნახეს დამაინტრიგებელი ვიზუალური,სენსორული და საგანმანათლებლო სანახაობები. ბავშვებმა მოინახულეს ექსპერიმენტორიუმი.გაზომეს ყვირილის ძალა, მეგობრები ასწიეს ჰაერში,დახატეს ქვიშაზე. დღის ბოლოს ეწვივნენ ზოოპარკსა და კინოთეატრს.უღრმესი მადლობა კლასის ხელმღვანელს( სოფო კომლაძეს),მშობლებსა და ბავშვებს.
9
შპს "ინტელექტი"
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
პირველი კლასის წარმატებით დასრულებას გილოცავთ,საყვარელო ბავშვებო.თქვენ გაიარეთ სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპი.წინ საინტერესო წლები გელით. მადლობა თქვენს მასწავლებელს უზარმაზარი შრომისთვის თამარ ბახტურიძეს მადლობა მუსიკის მასწავლებელს ეთერ ვარდიაშვილს.
შპს "ინტელექტი"
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
2 ივნისს მე-5 კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს სპექტაკლი. გააცოცხლეს საქართველოს მძიმე წარსული. აჩვენეს რუსეთის მრავალწლიანი ბატონობის შედეგი. დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს,რომ თავისუფლებას მოფრთხილება უნდა. თავისუფლება მზეს ჰგავს. მასზე უკეთესი და ძლიერი არაფერია მსოფლიოში. უღრმესი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს (ქეთი კიკილაშვილი).მადლობა მუსიკის მასწავლებელს (Eto Toklikishvili)
6
შპს "ინტელექტი"
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
🏫 საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაში პრინციპით ტარდება. პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2023-1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალურ ეტაპზე 32 სკოლის გუნდი გადავიდა.X კლასის მოსწავლეებმა მიიღო მონაწილეობა და გადავიდა ფინალში. მადლობა მათ მონაწილეობისთვის და ისტორიის მასწავლებელს: თამრიკო ბოსტაშვილს ხელმძღვანელობისთვის.
შპს "ინტელექტი" XII კლასის ბოლო ზარი
ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" XII კლასის ბოლო ზარი დაემატა ფოტო ალბომში
შპს "ინტელექტის"VIII კლასის მოსწავლე: გიორგი ჯანაშვილმა, V კლასის მოსწავლე: ნინო ჯანაშვილმა, IV კლასის გოგონებმა, ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელმა:ქეთი კიკილაშვილი, II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ: მანანა ქშუტაშვილთან და მუსიკის მასწავლებელთან: ეთერ ვარდიშვილი, XII კლასის მოსწავლეებს აჩუქეს უმშვენიერესი წუთები სახალისო აქტივობებით .
ბიოკლუბი
ახალი გალერეა ბიოკლუბი დაემატა ფოტო ალბომში
თემა “ ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი” შპს “ ინტელექტის “ მოსწავლეებმა აფხაზეთის ისტორიის გახსენებით, ნახატებით და სხვადასხვა აქტივობით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა. მადლობა თითოეულ მონაწილეს .
4