ახალი გალერეა შპს "ინტელექტი" დაემატა ფოტო ალბომში
„STEM IS EVERYWHERE“ პროექტზე მოსწავლეების ერთი წლის მუშაობის შედეგი, ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშანი, ვულოცავ ჩემს მოსწავლეებს მორიგ დამსახურებულ ჯილდოს! რისი მიღწევაც მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობითა და მხარდაჭერით შევძელი! „STEM IS EVERYWHERE“- პროექტი, რომელშიც 18 მასწავლებელი და 108 მოსწავლე თურქეთიდან, რუმინეთიდან, ლიტვადან საბერძნეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან 6 თვე ვმუშაობდით შეიქმნა სტუდენტების ცნობიერების ამაღლების და ბუნებრივი რესურსების შეგნებული მოხმარების ჩვევების გამომუშავების მიზნით, ამიტომ პროექტში შემოთავაზებული იყო აქტივობები, რომლებიც დაეხმარა მოსწავლეებს გაიღრმავებინათ ცოდნა ნარჩენების და ბუნებრივი მასალების ეფექტურად გამოყენების შესახებ და გააუმჯობესონ უცხო ენის ცოდნა. პროექტის მიზანია ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის საშუალებით ციფრული მხიარული სასწავლო გარემოს შექმნა. ჩვენი ეროვნული სასწავლო მიზნების მისაღწევად დავგეგმეთ ერთობლივი, საგანმანათლებლო და სახალისო აქტივობები, ჩვენ მხარს ვუჭერთ შერეული სკოლის გუნდებთან Web2 ინსტრუმენტებით მუშაობას.